ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები: გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ერთობლივი განცხადებით აფასებენ.

„ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, იმოქმედონ თავშეკავებით, განმუხტონ სიტუაცია და კონსტრუქციული გამოსავალი იპოვონ საქართველოს ინტერესებისა და ყველა მისი მოქალაქისთვის.

ხაზს ვუსვამთ კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას მიმდინარე კრიზისის გადასაჭრელად. შეშფოთებულნი ვართ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებით. ეს რისკები ძირს უთხრის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას. გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო. მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, დაუკავშირონ მათი ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას და მიისწრაფონ ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას ამ ამბიციური საგარეო პოლიტიკური მიზნებს მისაღწევად“, - ნათქვამია განცხადებაში.