საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი წელი გავიდა

ერთი წლის წინ, 2020 წლის 26 თებერვალს, საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით, SARS-CoV-2-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

პირველი კოვიდინფიცირებული საქართველოს მოქალაქე კაცი იყო, რომელიც ირანში იმყოფებოდა და სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა.

2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 269 800 შემთხვევაა დადასტურებული. 263 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 475 კი გარდაიცვალა.