სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ რუსული სპეცსამსახურები სერბეთის მთავრობას ბელგრადში საპროტესტო აქციების დროს მოსალოდნელი არეულობების შესახებ აფრთხილებდნენ.
მანვე აღნიშნა, რომ გაფრთხილება ჯერ კიდევ წინასაარჩენო კამპანიის პერიოდში მიიღეს და არაერთმა ელჩმა, კონტექსტიდან გამომდინარე, იგულისხმება დასავლეთის ქვეყნების ელჩები, არ დაუჯერეს და სერბეთის ხელისუფლებას ურჩიეს, სანდოდ არ მიეჩნიათ რუსეთის მონაცემები.
„ჩვენ სპეცსამსახურებისგან მონაცემები გვქონდა, რომლებიც ამის შესახებ გვაფრთხილებდნენ. უპირველს ყოვლისა, რუსული უსაფრთხოების სამსახურმა მოგვაწოდა ეს ინფორმაცია,“ განაცხადა ბრნაბიჩმა.
მანამდე, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმაც ისაუბრა უცხოული სპეცსამსახურების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, თუმცა. არ დაუზუსტებია რომელ ქვეყანას გულისხმობდა.