ბელგრადში აქციის მონაწილეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს

ბელგრადში ოპოზიციის წარმომადგენელბი არჩვენების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეღწევას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებმა შენობის კარებში მინები ჩაამსხვრიეს. პროტესტის მონაწილეებს პოლიციამ ცრემლმდენი გაზით უპასუხა. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახური არცელებს.

მეშვიდე დღეა, საპროტესტო აქციებს ოპოზიციური პოლიტიკური ბლოკი - „სერბეთი ძალადობის წინაღმდეგ“ მართავს. ისინი ვადამდელი საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ხელისუფლება ხმების მითვისებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მმართველი კოალიციის გამარჯვება ბელგრადის საქალაქო კრებაში "გამორიცხულია."

17 დეკემბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ჩატარდა.

ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიასთან“ კოალიციამ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 47% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა კოალიცია „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ხმების 23%-ით. მესამე ადგილზე ხმების დაახლოებით 7%-ით სერბეთის სოციალისტური პარტიაა.

დედაქალაქში ბელგრადში ამომრჩეველთა ხმები დაახლოებით შუაზე ორ კოალიციას შორის გაიყო - დაახლოებით 38% - საპრეზიდენტო კოალიციამ და 34%-ზე ოდნავ მეტი კი, ოპოზიციამ მიიღო.


ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ბელგრადის ადმინისტრაციის შენობასთან მისვლა და მერიის აივნიდან ხალხისთვის მიმართვა სურდათ. შენობასთან მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ აქციის მონაწილეების შენობაში შეღწევის მცდელობა უკანონო იყო. სერბეთის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სრჟან მილივოევიჩმა პოლიციას შენობის დატოვებისკენ და „ხალხის მხარეს დადგომისკენ“ მოუწოდა.


სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მიმართვისას განცხადა, რომ საპროტესტო აქციებში ორნახევარი ათასი ადამიანი მონაწილეობს, სცენები "დრამატულად" გამოიყურება, მაგრამ "რევოლუცია არ ხდება".

კვირას საპროტესტო აქცია საარჩევნო კომისიის ოფისთან დაიწყო ოპოზიციის ლიდერებმა - ბლოკის "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" წარმომადგენლებმა მარინიკა ტეპიჩმა და მიროსლავ ალექსიჩმა და ხალხს განუცხადა, რომ ვუჩიჩის მმართველმა სერბულმა პროგრესულმა პარტიამ არჩევნები გააყალბა.