ხომ არ გეგმავს NATO არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნას და ზოგადად როგორია თქვენი მოლოდინი, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ.
„ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, არ ვაგზავნით არჩევნებზე დამკვირვებლებს, მაგრამ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც შედგება NATO-ს წევრი ქვეყნების პარლამენტების წევრებისგან, აქვს შესაძლებლობა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გამოაგზავნონ საარჩევნოდ დამკვირვებლები.
თუმცა, ეს არა NATO-ს, არამედ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გადასაწყვეტია. ეს დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. ჩვენ, NATO-ში ველოდებით, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი. ეს არის ის გზავნილი, რომელიც გადავეცით თქვენს ხელისუფლებას. ასეთი არჩევნების მოლოდინი გვაქვს საქართველოში, ისევე როგორც ყველა ჯანსაღ დემოკრატიაში,“ - განაცხადა კოლომინამ.