სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა.
სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი დაესწრება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) საბჭოს სხდომას, სამშაბათს კი - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) არაფორმალურ სამიტს სანქტ-პეტერბურგში.
ოქტომბერში ფაშინიანი, ერევანსა და მოსკოვს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს ყირგიზეთში არ დაესწრო.
შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.