თურქეთი აცხადებს, რომ თავისი ჯარისკაცების მკვლელობის საპასუხოდ, სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში იერიშები მიიტანა

თურქეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისმა „საჰაერო ძალებმა 26 ქურთი მებრძოლი სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში განხორციელებული დარტყმების შედეგად გაანეიტრალეს, შაბათ-კვირას ჯარისკაცების მკვლელობაზე პასუხი იყო.“


თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებთან ბრძოლის დროს 12 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, რის გამოც ანკარამ რეგიონში საჰაერო დარტყმები და ოპერაციები დაიწყო.


თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა კვირას ასევე განაცხადა, რომ PKK-ის კიდევ 30 ელემენტი განეიტრალდა ჩრდილოეთ ერაყის რაიონში, სადაც თურქეთი ტრანსსასაზღვრო ოპერაციებს აწარმოებს. გარდა ამისა, თურქეთის პოლიციამ სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია დიარბაქირში, პროქურთული სახალხო თანასწორობისა და დემოკრატიის პარტიის (DEM) მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ღონისძიებაზე 52 ადამიანი დააკავა.


მათ „ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ქურთისტანის მუშათა პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული თურქეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ. თურქეთის ჯარები რეგულარულად ახორციელებენ დარტყმებს მეზობელ ერაყში, იქ დაფუძნებული PKK-ის ბოევიკების წინააღმდეგ შეტევის ფარგლებში. თურქეთმა საჰაერო თავდასხმები ჩრდილოეთ ერაყში ოქტომბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც ანკარაში სამთავრობო შენობებთან აფეთქებაზე  პასუხისმგებლობა სამხედრო დაჯგუფებამ აიღო.