აშშ-მა სლოვაკეთის ყოფილ მთავარ პროკურორს და მის ვაჟს სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სლოვაკეთის ყოფილ მთავარ პროკურორს, დობროსლავ ტრნკას და მის ვაჟს, იაკუბ ტრნკას, მნიშვნელოვან კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო, სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სანქციების გათვალისწინებით, მათ შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ.

„სლოვაკეთის გენერალური პროკურორის თანამდებობის ფარგლებში, ტრნკა მონაწილეობას იღებდა კორუფციულ ქმედებებში, რამაც ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და სლოვაკეთის საზოგადოების რწმენას მათი მთავრობის დემოკრატიული ინსტიტუტების, თანამდებობის პირების და საზოგადოებრივი პროცესების მიმართ“, - აცხადებს ბლინკენი.

ცნობისთვის, ყოფილი გენერალური პროკურორი დობრასლავ ტრკნა 2019 წლის ბოლოს დაადანაშაულეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში 2018 წელს მოკლული ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიებაში ჩანაწერების დამალვისთვის.