შალვა პაპუაშვილი: „ენგურჰესი“ ყველაზე კარგი მაგალითია, რომ კონტაქტები უნდა არსებობდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ენგურჰესი“, სადაც შესაძლებელია საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი თანამოქალაქეების პირობებთან  დაკავშირებით, არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ კონტაქტები უნდა არსებობდეს.“

მას მედიამ ჰკითხა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის ზუგდიდში ჩასვლასა და „ენგურჰესის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, „ვინ წარმოადგენდა ქართულ მხარეს და რატომ ელაპარაკებიან მათ, როგორც ოფიციალურ პირებს.“

„ვერ გეტყვით, ეს არ გახლავთ პარლამენტის კომპეტენცია. რაც შეეხება ურთიერთობას, წლებია, მაგალითი არის „ენგურჰესი“, სადაც შესაძლებელია ტექნიკურ საკითხებზე საუბარი იმისთვის, რომ სოციალური პირობები იყოს შესაბამისი ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. ვგულისხმობ ელექტროენერგიით მომარაგებას. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, რომ ურთიერთობები და კონტაქტები უნდა არსებობდეს,“ – განაცხადა შალვა შალვა პაპუაშვილმა.