ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6905 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9645 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9636 ლარს შეადგენდა. ახალი კურსი ხვალ შევა ძალაში.