ძაღლი, რომელსაც ბაღდათში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს, მოკვდა

ძაღლი, რომელსაც ბაღდათში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა. შესაბამისი ინფორმაცია ცხოველთა უფლებადამცველმა მიხეილ კაჭკაჭიშვილმა გაავრცელა.

ცხოველი თბილისში გადმოიყვანეს და მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.