ე.წ. პრეზიდენტმა ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ხელი მოაწერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა „დაამტკიცა.“

„მოხდეს აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ, მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება,“ - ნათქვამია ე.წ. დოკუმენტში.