თბილისში, ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა დაეჯახა.
დაშავდა 11 ადამიანი. სასწრაფო დახმარების სამსახურმა ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლი სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.