აშშ-ის მხარდაჭერით, წარმატებით დასრულდა საბრძოლო მასალების საწყობის მშენებლობა და საბრძოლო მასალების მართვისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის გადაცემა.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავს საბრძოლო მასალების უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფას.
„გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას აშშ-ის საელჩოსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.