საფრანგეთი ბაქოს ანალოგიური ნაბიჯის საპასუხოდ, აზერბაიჯანის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ აზერბაიჯანის მიერ გადაწყვეტილების გასამართლებლად წარდგენილ ბრალდებებს. საპასუხო ზომად საფრანგეთმა საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა. აზერბაიჯანის ელჩი საფრანგეთში დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რათა ინფორმაცია მიეღო ამ ელემენტების შესახებ,” - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.