ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ადგილიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან

ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები რამდენიმე ადგილიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საპროტესტო მარშით - „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ ცდილობენ, საზოგადოებას გაუგზავნონ გზავნილი „თავისუფლება ნიკა მელიას“ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ პროცესი ჩიხშია შესული და არჩვენების შემდეგ ხელისუფლება არ ფიქრობს, ეს ვითარება შეცვალოს.

.კერძოდ, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდენარე ტერიტორიიდან გამოემართნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები - ფილარმონიიდან, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები კი „რუსთაველის“ მეტროსთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ სწორედ აღნიშნული ადგილიდან დაიძრნენ.

ამ დროისთვის ცალკეული პარტიების წარმომადგენლები თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული მსვლელობით მოემართებიან.

მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც 15:00 საათზე პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები დაიწყება.