აშშ გააგრძელებს აღჭურვილობის გადაცემასა და ინფრასტრუქტურისთვის ფინანსების უზრუნველყოფას - საელჩო საბრძოლო მასალების საწყობის აშენებაზე

აშშ-ის საელჩი აცხადებს, რომ საბრძოლო მასალების კიდევ ერთი საწყობის აშენებით ხდება მოძველებული, არასაიმედო საწყობების ექსპლუატაციიდან ამოღება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქართველი სამხედროებისა და მოსახლეობის უსაფრთხოება. საელჩოს ცნობით, აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პროექტის ამ ნაწილის დასრულება ერთად აღნიშნეს.

„სიამაყით ვაგრძელებთ საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის მხარდამჭერ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, საბრძოლო მასალების კიდევ ერთი საწყობი აშენდა და აღიჭურვა. ამ ძალისხმევის შედეგად ხდება მოძველებული, არასაიმედო საწყობების ექსპლუატაციიდან ამოღება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქართველი სამხედროებისა და მოსახლეობის უსაფრთხოება.

გასულ კვირას აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ერთად აღნიშნეს პროექტის ამ ნაწილის დასრულება. ეს პროექტი აქ არ მთავრდება. შეერთებული შტატები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გააგრძელებს აღჭურვილობის გადაცემასა და ინფრასტრუქტურისთვის ფინანსების გამოყოფას,“ - წერს ამერიკის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.