ლატვიის მიგრაციის საქმეთა ოფისის ცნობით, ქვეყანა 1200-ზე მეტი რუსი მოქალაქის დეპორტაციას გეგმავს.
მათ ბინადრობის ნებართვის მისაღებად დოკუმენტები არ წარადგინეს.
„ლატვიიდან რუსეთის სულ მცირე 1213 მოქალაქეს გააძევებენ. მათ არ წარადგინეს დოკუმენტები ლატვიაში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იმ ვადაში, რომელიც დადგენილია საიმიგრაციო კანონში ცვლილებების შესაბამისად,“ - აცხადებენ დეპარტამენტში.