ლატვიამ Yandex-თან დაკავშირებულ ყველა რესურსზე წვდომა დაბლოკა

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) რუსულ ტექნოლოგიურ ჯგუფ Yandex-თან დაკავშირებულ ყველა რესურსზე წვდომა დახურა. ამის შესახებ Delfi იუწყება. როგორც NEPLP-ის თავმჯდომარემ ივარს აბოლინსმა განაცხადა, მომავალში დაიხურება წვდომა Yandex Music-ზე, რომელიც უზრუნველყოფს უფასო წვდომას რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული პირების მიერ შექმნილ პოდკასტებსა და მსგავს კონტენტზე.


2022 წლის 7 აპრილს NEPLP-მა გადაწყვიტა, რომ შეზღუდოს ლატვიაში yandex.ru-სა და მის ვებგვერდებზე წვდომა შეღუდოს. Yandex არ დაეთანხმა მარეგულირებლის გადაწყვეტილებას და მიმართა ადმინისტრაციულ რაიონულ სასამართლოს, რომელიც განაცხადს წერილობით 2024 წლის 29 თებერვალს განიხილავს.


მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე რუსი ოფიციალური პირის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც რუსეთი მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში წვლილი შეიტანეს. კერძოდ, ალექსეი კუდრინზე, რუსული კომპანია Yandex-ის კორპორაციული განვითარების მრჩეველზე, რომელიც მჭიდრო კავშირშია ვლადიმერ პუტინთან.