თეგი: Yandex

ფინეთმა და ნორვეგიამ Yandex-ს მონაცემების რუსეთში გადაცემა აუკრძალეს - Reuters

ფინეთისა და ნორვეგიის მარეგულირებლებმა განაცხადეს, რომ Yandex-ს (YNDX.O) და ნიდერლანდებში დაფუძნებულ მის პარტნიორ კომპანიას - Ridetech International, Yandex Yango-ს აპლიკაციის მომხმარებლების პერსონალური მონაცემების რუსეთისთვის გადაცემა აუკრძალეს. Reuters-ის ცნობით, ფინურმა მხარემ განმარტა, რომ მათთვის ცნობილია იმ საკანონმდებლო რეფორმის შესახებ, რომლის თანახმად, რუსეთში სექტემბრის დასაწყისიდან, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს „იანდექსის“ მიერ შესრულებული ოპერაციების დროს დამუშავებულ მონაცემებზე წვდომის უფლება ექნება. ნორვეგიის მონაცემთა დაცვის სამსახურმა განმარტა, რომ არსებობს გარკვეული რისკები, რადგან რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია, პოტენციურად გააკონტროლოს ნორვეგიის მოქალაქეების გადაადგილება. რუსულ კომპანიაში განაცხადეს, რომ ნორვეგიის და ფინეთის მარეგულირებლების მოთხოვნებს სწავლობენ და აპირებენ, სრულად დააკმაყოფილონ ახალი მოთხოვნები. ამასთან, ამტკიცებენ, რომ მათი სერვისი მონაცემებს ევროკავშირის კანონმდებლობის მკაცრად დაცვით ამუშავებს. ფინეთის ხელისუფლებამ Yandex-ის აქტივების კონფისკაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, არკადი ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა. ცნობისთვის, „იანდექსის“ მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის.  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო. შესაბამისი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 9 აგვისტოს გაავრცელა.

მედია: Yandex-ის დამფუძნებელმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო

Yandex-ის დამფუძნებელმა, არკადი ვოლოჟმა საჯაროდ პირველად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. მან განაცხადა, რომ მას ეს ბარბაროსულად მიაჩნია და მის წილ პასუხისმგებლობასაც ხედავს. 59 წლის ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში 2022 წლის ივნისში მოხვდა. ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ის მოხსენიებულია ბიზნესმენად, რომელიც ფინანსურად უჭერს მხარს რუსეთის მთავრობას და პასუხისმგებელია ქმედებებზე ან პოლიტიკაზე, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. გამოცემა „მედუზასადმი“ მიწერილ წერილში ვოლოჟმა აღნიშნა, რომ Yandex-ის შემქმნელებს სჯერათ, რომ ისინი ააშენებენ ახალ რუსეთს: „ღიას, პროგრესულს, ინტეგრირებულს გლობალურ ეკონომიკაში.“ ვოლოჟი ახლა ისრაელში ცხოვრობს.  ფინეთმა და ნორვეგიამ Yandex-ს მონაცემების რუსეთში გადაცემა აუკრძალეს - Reuters ინფორმაციისთვის, ფინეთის ხელისუფლებამ Yandex-ის აქტივების კონფისკაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, არკადი ვოლოჟი 2022 წლის ივნისში ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა. ვოლოჟმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და დირექტორთა საბჭო დატოვა. Yandex-ის განცხადებით, მაშინ ვოლოჟმა თავისი ხმის უფლება საბჭოს გადასცა და განაცხადა, რომ მისი რწმენით, ახალი მოვლენები კომპანიის ოპერაციებზე, მის ფინანსურ მდგომარეობაზე ან პარტნიორებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა.

ISW: კრემლი ინტერნეტ გიგანტ Yandex-ის „კრიპტო-ნაციონალიზაციას“ ისახავს მიზნად

ISW: კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს რუსული ინტერნეტ გიგანტის Yandex-ის კრიპტო-ნაციონალიზაციას, რათა გააძლიეროს კონტროლი რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად. რუსული ინტერნეტკომპანია Yandex, სავარაუდოდ, ცდილობდა ბალანსის დაცვას კრემლსა და მის უცხოურ მმართველ ორგანოებს შორის, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, კრემლთან ბრძოლას აგებს, განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა თავის ბოლო განახლებაში. „როგორც ჩანს, კრემლი აიძულებს Yandex-ს, დისტანცირება მოახდინოს საერთაშორისო შვილობილი კომპანიებისგან, მათ შორის Yango Israel-ისგან, რათა დაემორჩილოს მკაცრ რუსულ კანონებს მონაცემთა გამჟღავნების შესახებ - მოითხოვს რა Yandex-სგან, მიაწოდოს მომხმარებლის მონაცემები რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (FSB). ზოგიერთი რუსული წყარო ვარაუდობს, რომ Yandex-ის კორპორატიული განვითარების მრჩეველმა, ალექსეი კუდრინმა მცდელობის მიუხედავად ვერ გადააქცია Yandex-ი ეროვნულ კერძო კომპანიად, რომელსაც პუტინის პირადი ბანკირი, იური კოვალჩუკი აკონტროლებდა,“ - წერს ISW. 10 აგვისტოს Yandex-ის დამფუძნებელმა, არკადი ვოლოჟმა საჯაროდ პირველად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.  ფინეთმა და ნორვეგიამ Yandex-ს მონაცემების რუსეთში გადაცემა აუკრძალეს - Reuters ინფორმაციისთვის, ფინეთის ხელისუფლებამ Yandex-ის აქტივების კონფისკაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, არკადი ვოლოჟი 2022 წლის ივნისში ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა. ვოლოჟმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და დირექტორთა საბჭო დატოვა. Yandex-ის განცხადებით, მაშინ ვოლოჟმა თავისი ხმის უფლება საბჭოს გადასცა და განაცხადა, რომ მისი რწმენით, ახალი მოვლენები კომპანიის ოპერაციებზე, მის ფინანსურ მდგომარეობაზე ან პარტნიორებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა.  

ლატვიამ Yandex-თან დაკავშირებულ ყველა რესურსზე წვდომა დაბლოკა

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) რუსულ ტექნოლოგიურ ჯგუფ Yandex-თან დაკავშირებულ ყველა რესურსზე წვდომა დახურა. ამის შესახებ Delfi იუწყება. როგორც NEPLP-ის თავმჯდომარემ ივარს აბოლინსმა განაცხადა, მომავალში დაიხურება წვდომა Yandex Music-ზე, რომელიც უზრუნველყოფს უფასო წვდომას რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული პირების მიერ შექმნილ პოდკასტებსა და მსგავს კონტენტზე. 2022 წლის 7 აპრილს NEPLP-მა გადაწყვიტა, რომ შეზღუდოს ლატვიაში yandex.ru-სა და მის ვებგვერდებზე წვდომა შეღუდოს. Yandex არ დაეთანხმა მარეგულირებლის გადაწყვეტილებას და მიმართა ადმინისტრაციულ რაიონულ სასამართლოს, რომელიც განაცხადს წერილობით 2024 წლის 29 თებერვალს განიხილავს. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე რუსი ოფიციალური პირის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც რუსეთი მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში წვლილი შეიტანეს. კერძოდ, ალექსეი კუდრინზე, რუსული კომპანია Yandex-ის კორპორაციული განვითარების მრჩეველზე, რომელიც მჭიდრო კავშირშია ვლადიმერ პუტინთან.