საწარმოთა შემცირება მოდის უცხოელი ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის ნაწილში, მათი რაოდენობა დაახლოებით 40%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა.
გოგიტა თოდრაძის თქმით, 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში დაახლოებით 5 727 ახალი საწარმო დარეგისტრირდა და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 20-21%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის საწარმოთა რაოდენობის მაჩვენებელს.
„ასევე მოგახსენებთ, რომ 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 5 727 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 20-21%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის საწარმოთა რაოდენობის მაჩვენებელს. საწარმოთა შემცირება მოაქვს უცხოელი ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის ნაწილში, მათი რაოდენობა დაახლოებით 40%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,“ - განაცხადა თოდრაძემ.