არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა უარი BRICS-ზე

არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა უარი BRICS-ში გაწევრიანებაზე. შესაბამისი შინაარსის წერილები ხავიერ მილეიმ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს, ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს გაუგზავნა. BRICS-ში მოწვევაზე უარის თქმის შესახებ წერილები ასევე გაეგზავნა გაერთიანების სხვა წევრი სახელმწიფოების - ბრაზილიის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის - ლიდერებს.


BRICS-ის ლიდერებისადმი თავის წერილში პრეზიდენტი ხავიერ მილეი აღნიშნავს, რომ მთავრობა, რომელსაც ის ახლა მეთაურობს, „ბევრ ასპექტში განსხვავდება წინა მთავრობისგან, და ამ მხრივ, წინა ხელისუფლების მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება გადაიხედება.“

ცნობისთვის, არგენტინა აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას 2024 წლის პირველი იანვრიდან აპირებდა.

შეგახსენებთ, BRICS-მა გაფართოების შესახებ მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა.