BRICS-მა რომელიც რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკას აერთიანებს, 24 აგვისტოს, გაფართოების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ იოჰანესბურგში სამიტის დასკვნით პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან გაერთიანებას საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, ეთიოპია, ეგვიპტე და არგენტინა შეუერთდებიან.
BRICS-ში ოფიციალურად იქნება 11 წევრი სახელმწიფო. ქვეყნების ლიდერებმა კმაყოფილება გამოთქვეს გაერთიანების გაფართოებით. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ხაზი გაუსვა, რომ ჯგუფს დიდი გავლენის მქონე ქვეყნები უერთდებიან და მზად არიან, წვლილი შეიტანონ „მშვიდობასა და განვითარებაში."
BRICS-ის ქვეყნები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაერთიანება საკუთარ თავს დიდი შვიდეულის ალტერნატივად განიხილავს. ის ცდულობს, რომ „შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დომინირებული საერთაშორისო წესრიგი“ შეცვალოს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთადერთია BRICS-ის ქვეყნების ლიდერებიდან, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამართულ სამიტზე არ ჩასულა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. სამხრეთ აფრიკას კი, მისი დაკავების ვალდებულება ჰქონდა, რადგან რომის სტატუტის მონაწილე მხარეა.