თუ საქართველოს სურს, სხვა ქვეყნებთან ერთად, შეუძლია შეუერთდეს მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უცხოურ მედიასთან ინტერვიუში. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების დონეზე, ალიევმა სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მუშაობის შედეგი მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის.
„როგორც თურქეთსასევე ირანს და მომავალში - თუკი სურვილი ექნება - საქართველოს, შეუძლია შეუერთდეს ამ პლატფორმას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ალიევმა.