იენს სტოლტენბერგი: NATO-სა და ევროკავშირის მთავარი საფრთხეები რუსეთი, ჩინეთი, ტერორიზმი, კიბერთავდასხმები და კლიმატური ცვლილებებია

"NATO-სა და ევროკავშირის მთავარი საფრთხეები რუსეთი, ჩინეთი, ტერორიზმი, კიბერთავდასხმები და კლიმატური ცვლილებებია", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საფრთხეებთან დამოუკიდებლა გამკლავება არც ერთ ქვეყანას არ შეულია.

„NATO-სთვის ამ პანდემიის დროს მთავარი ამოცანა იყო იმაში დარწმუნება, რომ ჯანმრთელობის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისად არ გადაქცეულიყო, რადგან ის საფრთხეები, რომელთა წინაშე პანდემიის დაწყებამდე ვიდექით, კვლავ არსებობს – რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის უფრო სასტიკი ფორმები, დახვეწილი კიბერშეტევები, ჩინეთის აღზევება და კლიმატის ცვლილებები. ამიტომ, არც ერთ ქვეყანასა და კონტინენტს არ შეუძლია ამ გამოწვევებთან მარტო გამკლავება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გენერალური მდივანი მიესალმება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირი უნდა განმტკიცდეს.