"ჩვენ ხელი მოვაწერეთ თურქეთში წარმოებული ყველაზე თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის კონტრაქტს. ეს ჩვენს არმიას კიდევ უფრო გააძლიერებს" - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმ,ა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
როგორც ალიევმა აღნიშნა, გასულ წელს ყარაბაღის კონფლიქტის დროს, თურქული შეიარაღების დახმარებით, აზრბაიჯანმა უპირატესობა მოიპოვა.
მისივე თქმით, თუ აზერბაიჯანისთვის რაიმე საფრთხე გამოჩნდება, ის დარწმუნებულია რომ თურქეთი მათ ქვეყანას დაეხმარება.
"თურქული არმია მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია, NATO-ში კი მეორე ადგილზეა. ჩვენი მიზანია, აზერბაიჯანში შევქმნათ თურქული არმიის მცირე მოდელი. ამ მიმართულებით უკვე მიდის მოლაპარაკებები. "სამხედრო სფეროში ჩვენი თურქეთთან თანამშრომლობა გრძელდება" - თქვა ილჰამ ალიევმა.
აღნიშნულ თემაზე ალიევმა ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან, ვიდეოფორმატში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ომის დროს აზერბაიჯანმა დიდი გამოცდილება მიიღო და სწორი დასკვნები უნდა გამოიტანონ.
"აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებობს დიდი კანონშემოქმედებითი ბაზა. თურქეთთან რიგი ხელშეკრულებები გავაფორმეთ, მათ შორის ურთიერთდახმარების შესახებაც. " - თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.