აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 2024 წელს აზერბაიჯანის სამხედრო წარმოებაში ერთ მილიარდი აზერბაიჯანულის მანათის ინვესტიცია ჩაიდება - დაახლოებით, 590 მილიონი აშშ დოლარი.
ალიევის თქმით, ინვესტიციები განხორციელდება „სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ“ და ადგილობრივი სამხედრო წარმოების „მოცულობა და შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.“
აერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა სამხედრო წარმატებაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, რომელზეც 2023 წელს საბოლოოდ დაამყარა კონტროლი და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქალაქში დევნილები მალე დაბრუნდებიან. საახალწლო მიმართვაში მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კოლექტიური „დასავლეთი“ „ორმაგ სტანდანდარტებში“ და „უსაფუძვლო ბრალდებებში.“
„ჩვენ საგრძნობლად გავაძლიერეთ ჩვენი არმია, ავამაღლეთ პროფესიონალიზმის დონე და შევქმენით ახალი შეიარაღებული ნაწილები. ამ დანაყოფებმა შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად აჩვენეს განსაკუთრებული პროფესიონალიზმი ანტიტერორისტულ ოპერაციაში. ახალი იარაღი და სამხედრო ტექნიკა შეძენილია და მიეწოდა ქვეყანას არაერთი ახალი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.