ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახებით გამოწვეულ ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. BBC წერს, რომ სანაპირო დაცვის ეკიპაჟის ერთმა წევრმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ მძიმე დაზიანებები მიიღო.
- ტოკიოს აეროპორტში იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა. ავიაკატასტროფის შედეგად სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ეკიპაჟის 5 წევრი დაიღუპა.
BBC-ს ცნობით, ორი თვითმფრინავი ერთმანეთს მას შემდეგ შეეჯახა, რაც იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი ტოკიოს ჰანედას აეროპორტში დაეშვა. სანაპირო დაცვის თვითმფრინავს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რაიონებისთვის დახმარება უნდა მიეწოდებინა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 379 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ევაკუაცია განხორციელდა. ტოკიო ჰანედაში ფრენები შეჩერებულია და ბევრი რეისი იაპონიის სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.