იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

იაპონიაში ახალი წლის პირველ დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

პირველ იანვარს მომხდარი მიწისძვრის სიმძლარემ 6 მაგნიტუდის შეადგინა.


მიწისძვრამ იაპონიის ერთ-ერთ მთავარ კუნძულზე, ჰონსიუზე დააზიანა გზები, დაანგრია შენობები და ათიათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

სანაპირო არეალებიდან მოქალაქეებმა უფრო შემაღლებულ ადგილებზე გადაინაცვლეს.

მიწისძვრამ ასევე ერთ მეტრამდე სიმაღლის ტალღები გამოიწვია იაპონიის დასავლეთის სანაპიროზე და მეზობელ სამხრეთ კორეაში.

სამაშველო სამუშაოში მეხანძრეების, მაშველებისა და პოლიციელების გარდა, იაპონიის არმიაც მონაწილეობს.