რუსეთი პასუხს აგებს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის - ბორელი

რუსეთი, რომელიც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მასიურად ბომბვას, პასუხს აგებს ამ ომის დანაშაულებისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა სოციალურ პლატფორმ X-ზე დაწერა.

„რუსეთმა ახალი წელი დაიწყო ასზე მეტი რაკეტისა და უპილოტო თვითმფრინავის გასროლით კიევში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში, მიზანში იღებს მშვიდობიანი მოსახლეობას, ანადგურებს საცხოვრებელ უბნებს და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ,“ - წერს ბორელი.


2 იანვარს რუსეთმა უკრაინაზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის 99 სამიზნედან 72, მათ შორის 10 Kh-47M2 Kh-47M2 Kinzhal ბალისტიკური რაკეტა. რუსული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა 130, დაზიანდა 250-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი.