ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 958 შემთხვევიდან226 აჭარაში დაფიქსირდა, 397 კი თბილისში.
მარინა ენდელაძის თქმით, თბილისში ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა.
„აჭარაში- 226 ახალი შემთხვევაა, თბილისში- 397 , იმერეთში- 232, სამეგრელო ზემო სვანეთში- 27, შიდა ქართლში- 14, ქვემო ქართლში- 20, მცხეთა-მთიანეთში- 15, კახეთში-13 , სამცხე-ჯავახეთში არის- 8, გურიაში-6 ახალი შემთხვევა გვაქვს“,-განაცხადა ენდელაძემ.
მისივე თქმით, მოსახლოებამ უნდა გაითავისოს რომ თამაში არ არის, ეს ინფექცია სერიოზულია და საჭიროა რეგულაციების დაცვა.
“ამას ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ ალბათ, საჭიროა განმეორება“, – აღნიშნა მან.