ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო, განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მუქარის ფაქტზე დაკავებული სამი პირისთვის, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის შეფარდებაზე,მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე კი დაკავებულების სულიკო საყევარაშვილის, გიორგი სახელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.