ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მათი სამი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის ორკვირიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას და "კარვების ქალაქის" მოწყობას გეგმავს.
როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ალიკა კუპრავამ განაცხადა, მოთხოვნები, რომელიც ხელისუფლებამ უნდა დააკმაყოფილოს 2 კვირის ვადაში, არის შემდეგი:
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები (ახალი ცესკო)პოლიტიკური დევნის შეწყვეტაპოლიტპარიმრების გათავსიუფლებაალიკა კუპრავას განცხადებით, ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაკავებით წითელი ხაზები გადაკვეთა.
“საქართველო არასდროს გახდება რუსეთი, ხელისუფლება მიზანმიმართულ პროვოკაციებს აწყობს”, – განაცხადა კუპრავამ.
ამჟამად პარლამენტის წინ, ტროტურაზე არაერთი კარავია გაშლილი. რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი დღეს ტროტუარზე გადაიტანეს. გადაწყვეტილება ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივად მიიღეს და განაცხადეს, რომ თუკი ბევრი ადამიანი დარჩება კარვებში, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაკეტავენ გზას.