საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

გამთენიისას საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთიდან ერთ კილომეტრში მოხდა.

მისი სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო.