დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. აღნიშნული გადაწყვეტილება აღნიშნუალი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე რამდენიმე დღის წინ მიიღეს.
გარკვეული შეზღუდვების მოხსნაზე ირაკლი ღარიბაშვილმა, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.