ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6869 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6889 ლარი იყო.


რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9448 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9390 ლარს შეადგენდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.