დღეიდან საქართველოში, სამთვიანი პაუზის შემდეგ, სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა.
საქართველოს რკინიგზა მოძრაობას თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებებით აღადგენს.
გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.
მატარებელში მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.