უკრაინის სამხედრო დახმარების გარეშე, ომი უფრო ახლოს იქნება ჩვენთან - იტალიის პრემიერი

უკრაინის სამხედრო დახმარების გარეშე, ომი უფრო ახლოს იქნება ჩვენთან. შესაბამისი განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მან უარყოფითად შეაფასა განცხადებები, რომ „არ უნდა ვაგზავნიდეთ იარაღს უკრაინაში, რადგან ეს კონფლიქტის ესკალაციამდე მიგვიყვანს.”

„უკრაინის სამხედრო დახმარების გარეშე, შემოჭრა, მაშასადმე, ომი სახლთან უფრო ახლოს გვექნებოდა,” - განაცხადა მელონიმ.