აშშ-მა საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პარასკევს განაცხადა, რომ საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგჯის მკვლელობის გამო, სავიზო შეზღუდვები და გარკვეული სანქციები დაუწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

სანქცირებულთა სიაში მეფისნაცვალი მუჰამედ ბინ სალმანი არ მოხვდა.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, ხაშოგჯის მკვლელობის გამო "მსოფლიო იყო შეძრწუნებული".

ბლინკენის თქმით, სავიზო შეზღუდვები წესდება ახალი პოლიტიკის თანახმად, რომელსაც „ხაშოგჯის აკრძალვა“ უწოდეს და რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს შესაძლებლობას აძლევს სავიზო შეზღუდვები დაუწესოს პირებს, რომლებიც უცხოეთის სახელმწიფოს მთავრობის სახელით მოქმედებენ და „ჟურნალისტებს და იმ პირებს, რომლებიც დისიდენტებად ითვლებიან, ახშობენ, დევნიან, აკონტროლებკენ, ემუქრებიან და ზიანს აყენებენ".