ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სკოლიდან დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა 300-ზე მეტი გოგო გაიტაცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მინიმუმ 317 გოგო გატაცებას ადასტურებს.
პოლიციის განცხადებით, მათ სჯერათ, რომ მას შემდეგ, რაც პარასკევ დილით ჯანგბეში, ზამფარას შტატში, სკოლიდან გატაცებული გოგოები ტყეში წაიყვანეს.
როგორც ცნობილია, ზამფარის შტატში მომხდარი ასეთი ინციდენტი პირველი არაა ნიგერიაში. შეიარაღებული ბანდები ხშირად იტაცებენ სკოლის მოსწავლეებს გამოსასყიდისთვის.
პრეზიდენტმა მუჰამედუ ბუჰარიმ დაგმო ბოლოდროინდელი გატაცება და განაცხადა, რომ ეს "არაადამიანური და ყოვლად მიუღებელია".
გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ასევე დაადასტურა, რომ სკოლიდან 300 – ზე მეტი გოგო გაიტაცეს.