უკრაინაში ომის ფონზე, საარტილერიო იარაღის მიმართ გაზრდილი მოთხოვნის გამო, ბრიტანული კომპანია BAE Systems M777-ის ტიპის ჰაუბიცების კომპონენტების წარმოების განახლება გეგმავს. იუწყება Financial Times-ი.
კომპანიამ ახალი პროგრამის დასაწყებად, აშშ-ის არმიასთან თავდაპირველ $50 მილიონიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპონენტები ძირითადად დიდ ბრიტანეთში იწარმოება, ხშირად მისი აწყობა აშშ-ში მიმდინარეობს. კომპანია აპირებს, რომ ითანამშრომლოს მომწოდებლებთან როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე, აშშ-ში.
პირველი დეტალები სავარაუდოდ 2025 წელს იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ მის მიერ წარმოებული იარაღის მიმართ ინტერესი გლობალურ დონეზე გაიზარდა.