ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან, მიკროავტობუსს სატვირთო შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.
მთავარი არხის ინფორმაციით, დაღუპული მიკროავტობუსის მძღოლია, დაშავებულები კი, მგზავრები არიან.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.