ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 373 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი, 14 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცავალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 34933, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23966, PCR ტესტით - 10967.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 270510 შემთხვევაა დადასტურებული. 264 589 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3499 კი გარდაიცვალა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური მაჩვენებელი არის 1.07 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.07 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.76%.
373 ახალი შემთხვევიდან 177 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 19, იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 41, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 2 396, საიდანაც: 1 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 714, აჭარაში - 160, იმერეთში - 282.
მძიმე პაციენტი: 254, მათ შორის, თბილისში - 87, აჭარაში - 31, იმერეთში - 75.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 98, მათგან თბილისში - 66, აჭარაში- 5, იმერეთში - 11.
164 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 51 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 751 პირი ვირუსის მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 332 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 102, ხოლო აჭარაში - 87. სულ 6 ოქტომბრიდან - 26 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 209 პირი.
ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 304 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 613 პირი, აჭარაში - 345, იმერეთში - 638.