ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ზაგალო ოთხჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი - ის ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ზედიზედ ორჯერ როგორც ფეხბურთელმა (1958 და 1962 წლებში) და შემდეგ - როგორც მწვრთნელმა და მწვრთნელის თანაშემწემ (1970 და 1994 წლებში). მოგვიანებით, ეს მიღწევა გერმანელმა ფრანც ბეკენბაუერმა და ფრანგმა დიდიე დეშამმა გაიმეორეს.
მისი ხელმძღვანელობით ბრაზილიის ნაკრებმა ორჯერ მოიგო ამერიკის თასი (1997 და 2004 წლებში) და ამდენივეჯერ კონფედერაციათა თასი (1997 და 2005 წლებში).
„ის დაამახსოვრდებათ, როგორც ბრაზილიური ფეხბურთის ნათლია და თამაშში მისი ყოფნა ყველას მოენატრება, განსაკუთრებით აქ, ფიფაში," - განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.
ზაგალოს გარდაცვალების გამო ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.