დღეს მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების დღე აღინიშნება

27 თებერვალს მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, კიდევ ერთხელ მოხდეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ძალისხმევისა და მიღწევების ხაზგასმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველოში დაახლოებით 10 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ისინი აქტიურად უწყობენ ხელს პოზიტიურ, შედეგზე ორიენტირებულ ცვლილებებს ქვეყანაში.

მათი თქმით, არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის უფლებების დაცვის, პრევენციის, ცალკეული სფეროების განვითარების მხარდაჭერისა და რეფორმირების მიმართულებით.