შესაძლოა, აშშ-მა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს

შესაძლოა, აშშ-მა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა

როგორც ცნობილია, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უახლოეს კვირებში მიიღებს.

ფსაკის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები სწავლობენ მონაცემებს იმის დასადგენად, ჩაერია თუ არა რუსეთი 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. ასევე განიხილება სანქციების დაწესება ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობის საქმის გამოც.

"ეს არის მიმდინარე პროცესი. არსებობს მთელი რიგი კომპონენტები. ჩვენ გვინდა გუნდს - კიბერ გუნდს, ეროვნული უსაფრთხოების გუნდს მივცეთ დრო, რომ დაასრულოს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ფსაკიმ.