პარლამენტთან ამ დროისათვის  11 კარავია გაშლილი

პარლამენტთან ამ დროისათვის 11 კარავია გაშლილი.

რუსთაველის გამზირზე ამ დრომდე რჩებიან სამოქალაქო აქტივისტები.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე კარვებში გაათიეს.

ერთ-ერთი კარავი ვახტანგ მაჩალიკაშვილს ეკუთვნის.

სამოქალაქო აქტივისტები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მათ შორის გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლებასაც და რიგგარეშე არჩევენების ჩატარებას ითხოვენ.

აგავრცელებული ინფორმაციით, დღის განმავლობაში კარვების რაოდენობა პარლამენტის წინ შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.