ლორა თორნტონი: მელიას წინააღმდეგ მთავრობის ქმედება და კრიზისი კრემლისთვის უზარმაზარი საჩუქარია

"მელიას წინააღმდეგ მთავრობის ქმედება და კრიზისი კრემლისთვის უზარმაზარი საჩუქარია", - NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე ეხმიანება.

"საქართველოში მთავრობის ქმედება ოპოზციონერი ნიკა მელიას წინააღმდეგ და დემოკრატიის კრიზისი კრემლისთვის უზარმაზარი საჩუქარია. მათ შეუძლიათ, უკანა რიგებში ისხდნენ და უბრალოდ უყურონ, დაითვალონ დანაზოგები ახლა არასაჭირო ჰიბრიდული ომის ბიუჯეტიდან. #ქართულიოცნება #ერთიანინაციონალურიმოძრაობა #დაიცავიდემოკრატია.", - წერს NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი.