საქართველო აზერბაიჯანიდან 3 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის იმპორტს გეგმავს

საქართველო 2024 წელს აზერბაიჯანიდან 3,017 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტს გეგმავს.

საქართველო ჯამში 3,217 მილიარდი კუბური მეტრის იმპორტს გეგმავს. 


საქართველო ბუნებრივ აირზე მოთხოვნილებას თითქმის მთლიანად იმპორტით აკმაყოფილებს. აზერბაიჯანი საქართველოსთვის გაზის მთავარი მიმწოდებელია, თუმცა 2023 წელს რუსეთიდან მიწოდება საგრძნობლად გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 3,191 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. კერძოდ, მოსახლეობა 1,458 მლრდ კუბურ მეტრს მოიხმარს, თბოელექტროსადგურების წილი - 762,6 მლნ კუბური მეტრი, ხოლო 970 მლნ კუბურ მეტრს კომერციული სექტორი იყენებს.