იტალიის ქალაქ პიზაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც 25 წლის ტუნისელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მკვლელობის საქმეზე ძებნილია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
მკვლელობა გასული კვირაში, პარასკევს, 12 დეკემბერს მოხდა, მომხდარის მოტივი ჯერჯერობით, უცნობია.
იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს, 32 წლის პირს უახლოეს დღეებში დაკითხავენ.